პატარა ჭიშკარი

მთავარიჩემი ეზო 15.10.2012

პატარა ჭიშკრების გაკეთება ძალიან იოლია, თუ ღობეც და ბოძებიც ხისაა.

თავიდან უნდა მომზადდეს ორი ბოძი, და წაითალოს ისინი ისე, რომ ცალი მხარე პრიალა ქონდეს. ძელს ბოძზე წათლილი მხრიდან აჭედებენ. ბოძებს ასობენ ორმოებში იმის გათვალისწინებით, რომ ჭიშკარი ქუჩის მხარეს უნდა გაიღოს (ზამთარში ჭიშკრიდან გასასვლელის თოვლისგან გათავისუფლება უფრო იოლი იქნება).
ჭიშკრის სახურავი ერთდროულად სამშვენისიც არის და ბოძებს ერთმანეთზეც ამაგრებს. ბოძები ერთმანეთზე რომ არ იყოს დამაგრებული, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ისინი შეიძლება გადაიხაროს.

თუ ჭიშკარი ცენტრალურ ქუჩაზე არ გადის და მის სილამაზეზე მაინცდამაინც არ ზრუნავთ, მისი სახურავი ჩვეულებრივი ფიცრისგან შეგიძლიათ გააკეთოთ, რომელიც ბოძებს ერთმანეთზე მიამაგრებს. ჭიშკრის ტენისგან დასაცავად მასზე ფურცლოვანი ლითონის ე.წ. „სახურავს“ ამაგრებენ.

ჭიშკრის ჩარჩო პოჭოჭიკებზე (შიპებზე) კეთდება და აუცილებლად აქვს განივი ძელიც. ანჯამები შურუპებზე უნდა დამაგრდეს (სასურველია, ეს შურუპები მოთუთიებული იყოს). ჩარჩოს შეკვრის შემდეგ მას ავსებენ ლატანებით და სახელურსა და საკეტს უმაგრებენ.

ჭიშკრის სახურავის საფუძველი 4*80 მმ კვეთის ფურცლოვანი ლითონიც შეიძლება იყოს. ამ ფურცელს ჭიშკრის ფიცრებზე დასამაგრებლად ხვრეტენ. ლითონის ფურცელსა და ფიცრებს შორის აფენენ ტოლს, ფიცრებს ზემოდან ფურცლოვანი მოთუთიებული ლითონით ფარავენ და სილამაზისთვის, სურვილის შემთხვევაში, ცხავიანი ნახატითაც ამშვენებენ.

თუ მესერი ლითონის ბოძებზეა აწყობილი, ჭიშკარიც და მისი ზედა ნაწილიც შეგიძლიათ ამ ბოძებზე დაკიდოთ. თერმიტული შედუღების დახმარებით ერთ ბოძზე ანჯამები მიმაგრდება, მეორეზე კი საკუთხე. ჭიშკრის ზედა ნაწილის ლითონის ელემენტიც ასევე უნდა შედუღდეს ბოძებზე.

თუ შედუღების გამოყენება არ ხერხდება, ჭიშკარსა და მის ზედა ნაწილს მოძებზე სტანდარტული ცალუღებით (ხამუთებით) ამაგრებენ. ამისთვის მზადდება ხის ორი ძელი, რომლებზეც ერთ მეოთხედს ირჩევენ. ძელების სამაგრი ცალუღების ბოლოებს ისე ჭრიან, რომ ხრახნებისთვის ერთი ხვრელი დარჩეს.
ცალუღებით ამაგრებენ ძელებს, შემდეგ ძელის შერჩეულ მეოთხედზე ანჯამებს აჭედებენ და ჭიშკარს კიდებენ. იგივენაირად ყენდება ჭიშკარი ასბოცემენტის ბოძებზეც.

ბადიან მესერს კარგად ეხამება ნაჭედი რკინის ჭიშკარი. ამ შემთხვევაში აუცილებელია მძლავრი ძელები (არა ხის). თავად მესერის ჩარჩოების სიმაგრის წყალობით ჭიშკრის ძელებს გადახრა არ ემუქრება, ამიტომაც ჭიშკარი სახურავის გარეშეც შეგიძლიათ გააკეთოთ.

ბოძებზე მიდუღებული სადებები ჩვეულებრივზე ფართო უნდა იყოს. ერთ მხარეს სადებებზე უნდა მიდუღდეს ანჯამები, მეორე მხარეს კი საკუთხეები.

ჭიშკრის ელემენტები შეიძლება ან შედუღდეს ან შემოქლონდეს. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას ჭიშკრის ბოძების წინასწარ მომზადებაზე, რომლებზეც სახურავის დადგმაცაა დაგეგმილი.

თუ ჭიშკრის სახურავი ასბოცემენტის ბოძებზე უნდა დამაგრდეს, ამ ბოძების არმატურაში ცემენტის ჩასხმამდე მის ბოლოზე სპეციალურ სამაგრს სვამენ. ბოძის ჩასობის შემდეგ ამ სამაგრზე ქანჩის მეშვეობით ჭიშკრის სახურავის ლითონის ელემენტს ამაგრებენ. ლითონსა და სახურავის ფიცარს შორის ტოლის ორი ფენა უნდა ჩაიფინოს.

ბეტონის თვითნაკეთი ბოძების დამზადების შემთხვევაში ჭიშკრის სახურავის სამაგრებს არმატურაზეც ამაგრებენ. ქარხნული წარმოების ბოძებზე სამაგრების გაკეთება ცოტა რთულია. ამ შემთხვევაში ბოძის ზედა ნაწილში ბურღავენ ხვრელებს, რომლებშიც „რკინის“ სპეციალური საპოხით უყრიან ხრახნს ან სამაგრს. საპოხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი შემადგენლობა: მ–300 მარკის ცემენტი, რომელიც წებო „ПВА“-ს თხევად ხსნარში იხსნება. ბოძში გაკეთებული ხვრელში უნდა წაუსვათ წებო „ПВА“, ხრახნს თავისი ზეთოვანი საცხი მოაშოროთ და ასევე წებო წაუსვათ. შემდეგ ზემოთ აღნიშნული საპოხის მეშვეობით ხრახნი უკვე შეგიძლიათ ნახვრეტში გაუყაროთ და დაამაგროთ.

მიზანშეწონილია ჭიშკრის ზარითა და ელექტრომაგნიტური საკეტით აღჭურვა.

გამძლე და ლამაზი ჭიშკრის გაკეთება საკმაოდ იოლი საქმეა. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ლითონის საწოლის ჩარჩო, თქვენ მხოლოდ ანჯამებისა და გვარლის ელემენტების მიდუღება დაგჭირდებათ.
საკუთხეებისგან და 1 მმ-იანი ლითონის გვარლის ფირფიტებისგან ახალი ჭიშკრის კეთებას ჩარჩოს დამზადებით იწყებენ. საკუთხეებისგან უნდა გამოიჭრას შესაბამისი სიგრძის შაბლონები, გადამკვეთი საკუთხეები 450-იანი კუთხით დაიჭრას და შემდეგ ეს დეტალები ერთმანეთზე მიდუღდეს. როცა ჩარჩო გამზადდება, მას ლითონის გვარლისგან გაკეთებული დეკორატიული გისოსებით ამოავსებენ.
ჭიშკარს საიმედო და ხანგამძლე საკეტი უნდა გაუკეთოთ, რომელიც გასაღების ჭუჭრუტანიანი ლითონის ფირფიტით დაიფარება.

შედუღების სამუშაოების დასრულების შემდეგ ჭიშკრის დეტალები გულდასმით უნდა გაიწმინდოს ხენჯისგან ლითონის ჯაგრისით და შეღებვის წინ კარგად დამუშავდეს. გამზადებულ ჭიშკარს მშრალ ამინდში, უხეში ტყავით („შკურკა“) აპრიალებენ და ბიტუმის ლაკით ან ზეთის საღებავით ღებავენ.

ბაღის ხიდები

ხიდები ერთმანეთთან აკავშირებს წყლის ობიექტების სხვადასხვა მხარეებს, საგზაო-საბილიკო ქსელის ელემენტებს და შეიძლება იყოს როგორც ღია, ისე დახურული (სურ. 4). ხიდი საკმაოდ რთული ინჟინრული კონსტრუქციაა და ალბათ კერძო ბაღში მისი ყველა წესის დაცვით მშენებლობა ნაკლებად მიზანშეწონილია.
ღია ხიდებს წყლის ფართო ნაკადებზე აგებენ. ხიდი შეიძლება იყოს ქვის თაღოვანი ან დაკიდებული ერთი დონის ზედა პლატფორმით საგზაო-საბილიკო ქსელიდან მისასვლელითურთ. დახურული ხიდის იმიტირებისთვის შეგიძლიათ თქვენს ხიდს თაღი ან ფანჩატური გადააფაროთ.

ხიდები არსებობს რკინაბეტონის, ხის ან ლითონის და შენდება სპეციალურად შემუშავებული პროექტების

ნაკადულზე ან ხეობაზე გადადებული ხიდი ნებისმიერ ლანდშაფტს დაამშვენებს, სადაც წყლის ობიექტებია. მცირე წყალსაცავის ნაპირზე გადებული ხიდიც შესანიშნავი დიზაინერული მიგნებაა.

ხიდი შედგება ბურჯებისა და მალებისგან. ხის მალების შემთხვევაში ბურჯები შეიძლება იყოს ხისაც და ქვისაც. მალების მოწყობილობაში შედის ხიდის სავალი ნაწილი, ძირითადი საყრდენი კონსტრუქციები (მთავარი წამწეები) და მათი დაკავშირებები.

გასასვლელი ან ფეხითსასიარულო ნაწილი შედგება საგზაო საფარისგან, რომელსაც სიგრძივი და განივი კოჭების სისტემა იკავებს. ჩვეულებრივ, ესაა ლითონის პროფილური დეტალები (საკუთხეები, რელსები და არხები). მათზე გარდიგარდმო აწყობენ ფიცრებს, რომლებიც წარმოადგენს კიდეც გზის საფარს.

მალების სივრცით სიმკვიდრესა და ბურჯებზე ჰორიზონტალური დატვირთვის (ქარის წნევა, დამამუხრუჭებელი ძალა და ა.შ.) გადატანას უზრუნველყოფს სიგრძივი და განივი დამაკავშირებლების, განივი კოჭების, მთავარი წამწეებისა და სხვა დეტალების თანამედროვე შესრულება.

ხის საყრდენები უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკით და დაიფაროს ბიტუმით, რათა ხის მასალა არ დალპეს. გარდა ამისა, ხიდის ნაპირთან შეერთების ადგილი უნდა გამაგრდეს ბეტონით ან რიყის ქვებით, რათა შეერთება იყოს მტკიცე და ნაპირი არ ჩამოწვეს. წამწეებისა და ბურჯების ნაცვლად შეგიძლიათ ბეტონის მილებიც გამოიყენოთ. წყალი მილის შიგნით იდენს, თავად მილი ან მილები ხიდის საყრდენის როლს შეასრულებს. ამ შემთხვევაში ხიდი მარტივი, მაგრამ ხანგამძლე იქნება და თქვენ მხოლოდ მისი გალამაზებაღა დაგრჩებათ - ნაპირის მოწესრიგება, მოაჯირების მოწყობა, თაღის ან ფანჩატურის დაყენება.
დაკიდებული წნული ხიდი, ბაგირის ხიდი, ძველი ხის მორებისგან აგებული ხიდი ძალიან გაალამაზებს პეიზაჟს და წყალსაცავსაც დაამშვენებს. თუ წყალსაცავი არ გაქვთ, არც მისი მოწყობაა მაინცდამაინც რთული საქმე.

წყლის ნაგებობები

ბაღებსა და პარკებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ელემენტი როგორც არქიტექტურულ-ესთეტური, ისე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მოსაზრებებით არის წყალსაცავი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ნარგავებთან ერთად ჰაერს მტვრისგან ასუფთავებს, ჰაერის ტემპერატურას ზაფხულის ცხელ დღეებში (3-50С-ით) ამცირებს, ზრდის ფარდობით ტენიანობას (20-300С-ით), ანუ ქმნის თავისებურ მიკროკლიმატს, რაც მთლიანობაში ადამიანის სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებას ემსახურება. გარდა ამისა, წყალსაცავების არსებობა თავად მწვანე ნარგავების მდგომარეობასაც აუმჯობესებს. თუმცა ყველა ტიპის წყალსაცავს მუდმივი მოვლა ესაჭიროება.

ბაღისა და პარკის წყალსაცავებში ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში წყლის გამოცვლა საჭიროა არაუმცირეს 2-4-ჯერ. წყალსაცავის სიღრმე გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში არაუმცირეს 1.5 მ-სა უნდა იყოს.

ბუნებრივი წყალსაცავების კეთილმოწყობა

ბაღ-პარკების შემადგენელ ბუნებრივ წყალსაცავებად მიიჩნევა მდინარეები, ნაკადულები, ტბები, ტბორები და მდინარის ტოტები, რომელთა მოვლის ძირითადი ელემენტებია - ფსკერის გაწმენდა და ფერდების გამაგრება.
ფერდების გამაგრების რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ტექნიკური კონსტრუქციის ესთეტურ აღქმას ექცევა.

ტექნიკურად ყველაზე ძნელადშესასრულებელია ტბებისა და გამდინარე ტბორების ფერდობების გასამაგრებელი სამუშაოები.

  • ყველაზე გავრცელებული მასალა ღობეების მშენებლობისას
  • ბადიანი ღობე
  • ხის ღობე
  • ღობის დამზადება
  • ნაგებობები სააგარაკე ნაკვეთში
  • Share on Google+
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსა და ძირში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ქათმები იხოცება. მეფრინველეობა
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელ ქარხანას ადგილობრივი ბიზნესმენები აშენებენ ახალი ტექნოლოგიები
    კარტოფილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ახალქალაქში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, ნათესებში კი სპეციალურ მოწყობილობებს დადგამენ ახალი ტექნოლოგიები
    მეცხვარეთა ასოციაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული წარმატებული ფერმერი
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5 სოფელში განხორციელდება ახალი ტექნოლოგიები