ბრონქების დაავადებები

მთავარიმეცხოველეობა 23.10.2012

ბრონქების დაავადებები

ბრონქიტი, სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

არის ბრონქების ლორწოვანი და ლორწოვანქვეშა ანთება. მიმდინარეობის მიხედვით არის მწვავე და ქრონიკული; წარმოშობის მიხედვით - პირველადი და მეორადი; ანთების ხასიათის მიხედვით: კატარული, ჩირქოვანი, ჰემორაგიული, ფიბრინული.

ბრონქული ხმის დაზიანების მიხედვით არის: მაკრობრონქიტი - მსხვილი ბრონქების ანთება; მიკრობრონქიტი წვრილი ბრონქების ანთება.

ცხოველებში იშვიათად დიაგნოსტირდება მიკრო ან მაკრო ბრონქიტი, უფრო ხშირად არის დიფუზიური ხასიათის ბრონქიტი, რა დროსაც ანთებადი პროცესი მოიცავს ყველა კალიბრის და ხარისხის ბრონქებს. ბრონქული კედლის დაზიანების მიხედვით ბრონქიტებში შეიძლება იყოს ენდობრონქიტი - როდესაც ანთებითი პროცესი ლოკალიზებულია ლორწოვან და ლორწოვანქვეშა გარსში, პერიბრონქიტი როდესაც ზიანდება ბრონქილური კედლის გარეთა ფენა (შრე) და სერიოზული საფარველი.

ავადდებიან ყველა სახეობის ცხოველები, ხშირად მოზარდი, ბებერი და დასუსტებული ცხოველები. ბრონქიტები მასიურად გვხვდება მსხვილ მეცხოველეობის ფერმებში და სამრეწველო კომპლექსებში. განსაკუთრებით კი მეღორეობისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასუქ კომპლექსებში შენახვისა (სანიტარული ნორმატივების დაუცველობა) და კვების ტექნოლოგიის დარღვევისას.

ეტიოლოგია - პირველადი ბრონქიტის ხშირი მიზეზია გაცივება (განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე) წვიმიან ამინდში. გამჭოლი ქარის მოქმედება, ცხვრებისა და თხების გაპარსვის შემდეგ, ასევე მათი წვიმაში დასველება. (ძაღლები ცივდებიან ნადირობისა და მათი წვიმაში ბანაობის შემდეგ). მტვრის ( ცხოველთა გადარეკვის სამრეწველო კომპლექსებში მშრალი კომბისაკვების მიცემა, მტვრიანი თივისა და შვრიის მიცემა), გამაღიზიანებელი აირების (შენობის შიგნით ვენტილაციის ან კანალიზაციის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ამონიაკის, გოგირდწყალბადის და სხვა გაზების დაგროვება).

ჩირქოვანი, ჰემორაგული და ფიბრინული (კრუპოზული) ბრონქიტების მიზეზი შეიძლება იყოს შხამიანი ნივთიერებების ჩასუნთქვა (სამრეწველო გაზები, კვამლის დიდი რაოდენობა), სამკურნალო ნივთიერებათა ხსნარების მოხვედრა მათი იძულებითი დალევინების, საკვების, საკვების ნაწილაკების, ჩასუნთქვა ხახისა და საყლაპავი მილის დაავადების დროს და სხვა.

მეორეულ ბრონქიტში ვითარდება ზოგიერთი ინფექციური (მაღაო, ქოთაო, ზედა სასუნთქი გზების გადამდები კატარი, ტუბერკულოზი, ღორის ჭირი და ატროფიული რინიტი, ძაღლის ჭირი), პარაზიტული (დიქტიოკაულიზი, მეტასტრონგილიზი - ღორებში) და არაგადამდები დაავადებების (გულის, ფილტვების, თირკმელების დაავადებათა) დროს. დაობებული საკვებით კვებამ შეიძლება მიკროზული ბრონქიტი განავითაროს. შეიძლება იყოს როგორც გავრცელება და გართულება ზედა სასუნთქი გზების და დანამატი წიაღების ანთებითი პროცესებისა.

დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია - შენობაში, სადგომში, ცხოველთა სიმჭიდროვე, ჰაერის აწეული ბაქტერიული გაჭუჭყიანება, ბუნებრივი მზის და ხელოვნური ულტრაიისფერი (სხივების) რადიკალის უარყოფა. საკვებ ულუფაში ა ვიტამინის ნაკლებობა ან უარყოფა, არასაკმარისი კვება.

ატოგენეზი და პატანატომიური ცვლილებები - დასაწყისში ადგილი აქვს ლორწოვანი გარსის პიპერემიას, შეშუპებას, შემდეგ იფარება ლორწოთი და ექსუდაციით, რომელიც მდიდარია ლეიკოციტებით, მოციმციმე ეპითელური უჯრედებით, მიკრობებით; ბრონქების ნერვული რეცეპტორების გაღიზიანება წარმოშობს რეფლექსურ ხველას, ხოლო მათი სანათურების შევიწროვება აძნელებს სუნთქვას და ნახველს უწყობს ალვეოლური ემფიზემის განვითარებას. ბრონქებიდან ანთებითი პროდუქტების გადასვლა სისხლში განაპირობებს ინტოქსიკაციას. ირღვევა თბორეგულაცია და მატულობს სხეულის ტემპერატურა.

წვრილ ბრონქებში ნახულობენ საცობებს, ხოლო ბრონქოპნევმონიით გართულებისას - პნევმონიურ კერებს.

სიმპტომები - ვლინდება სხვადასხვანაირად. მიკრობრონქიტის დროს სხეულის to-ა მატულობს უმნიშვნელოდ და მხოლოდ პირველ სამ დღეს. ზოგადი მდგოამრეობა დაქვეითებულია ოდნავ, მადა მცირდება, სუნთქვა და პულსი ოდნავ ხშირდება.

ბრონქიტის დროს ავადმყოფის მდგომარეობა უფრო დამძიმებულია. ცხოველი დაბეჩავებულია. მისი სუნთქვა და პულსი გახშირებულია, აღინიშნება ექსპირაციული ქოშინი, ყრუ მტკივნეული ხველა, რომელსაც თან სდევს ნახველის ამოღება (მიკრობრონქიტის დროს); ხშირად ცხვირიდან ადგილი აქვს ლორწოვან - ჩირქოვანი ან ლპობითი ხასიათის გამონადენს. ფილტვების აუსკელტაციისას აღინიშნება გაძლიერებული, ზოგჯერ წყვეტილი სუნთქვა, ხიხინი, რომელიც დაავადების დასაწყისში მშრალია; ექსუდატის გათხიერებასთან ერთად ის ხდება სველი - მსხვილბუშტუკოვანი (მაკრო-ბრონქიტის დროს) ან წვრილბუშტუკოვანი (მიკრო-ბრონქიტის დროს).

გულმკერდის პერკუსიით დგინდება მწვავე ალვეოლური ემფიზემისათვის დამახასიათებელი ფილტვების საზღვრების გადიდება. ქრონიკული ბრონქიტის დამახასიათებელი სიმფტომებია: ხველა, ქოშინი, ცხვირიდან გამონადენი, ხიხინი. ხველა მშრალი და მტკივნეული, შეტევით ხასიათის (ჩნდება დილით წყლის მიცემისას, ცხოველის სადგომიდან გამოყვანის დროს, ცივ ამინდში, უხვი ნალექებისას და ცივ ნოტიო სადგომში მისი მოთავსებისას).

ქოშინი - ვლინდება ძლიერი ფიზიკური დაძაბულობის დროს, ზოგჯერ კი უმნიშვნელო მოძრაობისას (განსაკუთრებით გართულების დროს). დამახასიათებელია მშრალი ხიხინი, (სტვენის, წრიპინის ან ზუზუნის მსგავსი), გამწვავების პროცესში ჩნდება სველი ხიხინიც. და სხვა. ქრონიკული ბრონქები ხშირად რთულდებიან ბრონქიტით, ფილტვების ატელაქტაზითა და ემფიზემით.

მიმდინარეობა და პროგნოზი - მწვავე ფორმა 2-3 კვირას გრძელდება და მთავრდება ცხოველის გამოჯანმრთელებით. უფრო მძიმედ მიმდინარეობს მიკრობრონქიტი, ლპობითი და ლიმფური (ანუ კრუპოზული) ბრონქიტი.

ქრონიკული ფორმა კი გრძელდება თვეობითა და წლობით, მოსალოდნელი გართულებები (ემფიზემა, ბრონქოპნევმონია, ბრონქისტენოზი, ბრონქიალური ასთმა) და რაც მთავარია აღინიშნება გაუმჯობესებისა და გამწვავების პერიოდები, რომელსაც ადგილი აქვს განსაკუთრებით ზამთრის ბაგური შენახვის პირობებში.

დიაგნოზი - ისმება ანამნეზიური და გულმოდგინე კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე (დამახასიათებელი სიმპტომებია ხველა, გაუხეშებული სუნთქვა, ხიხინი).

დიფერენციალური დიაგნოზი - უნდა გამოითიშოს სასუნთქი სისტემის მიმდინარე ინფექციური და პარაზიტული დაავადებები (ინფექციური რინოტრაქეიტი, ბრონქიტი, ატროფიული რინიტი, გრიპი, პარაგრიპოზული და ადენოვირუსული ინფექციები, მიკროზები, მეტასრონგილოზი, ექინოკოკოზი, დიქტიოკაულოზი და სხვა), ამ მიზნით ატარებენ კომპლექსურ ეპიზოოტოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ და სხვა სპეციალურ ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ გამოკვლევას.

მკურნალობა - კომპლექსურია. მიზეზის მოცილების შემდეგ ავადმყოფს უნდა შეექმნას მოვლა-შენახვის პირობები და კვება. მკურნალობის კომპლექსში ითვალისწინებენ: ანტიმიკრობულ საშუალებებს: ანტიბიოტიკებს, სულფანილამიდებს.

ბრონქებიდან ანთებით ექსუდაციის გათხიერებისა და გამოყოფისათვის იყენებენ ამოსახველებლებს: ამუნიოდის ქლორიდს, ტრეპინჰიდრატს, ნატრიუმის ჰიდროკარბონატს. მტკივნეული ხველების დროს იყენებენ კოდეინს, ან დიონინს. ბრონქების გაფართოების მიზნით უნიშნავენ ეფედრინს.

ფიზიოთერაპიიდან იყენებენ დამათბუნებელ კომპრესებს, გულმკერდის შეფუთვებს, საკუქსის და მინინის ნათურებს, მდოგვის საფენებს, კოტოშებს და სხვა. იყენებნ აგრეთვე სამკურნალო საშუალებებს აეროზოლის სახით შეყვანას (ანტიბიოტიკებს, სულფანილამიდებს და სხვა).

[ამირან კოჩალიძე]

  • სასუნთქი სისტემის დაავადება
  • აეროცისტიტი
  • ასპერგილოზი
  • ძაღლის ჭირი
  • ტეტანია
  • Share on Google+
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსა და ძირში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ქათმები იხოცება. მეფრინველეობა
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელ ქარხანას ადგილობრივი ბიზნესმენები აშენებენ ახალი ტექნოლოგიები
    კარტოფილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ახალქალაქში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, ნათესებში კი სპეციალურ მოწყობილობებს დადგამენ ახალი ტექნოლოგიები
    მეცხვარეთა ასოციაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული წარმატებული ფერმერი
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5 სოფელში განხორციელდება ახალი ტექნოლოგიები