ლაბორატორია სწრაფი რეაგირებისთვის

მთავარიახალი ტექნოლოგიები 19.05.2012

ლაბორატორია სწრაფი რეაგირებისთვის

სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა; როგორ მუშაობს ზონალური დიაგნოსტიკური ვეტერინარული ლაბორატორია რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც ახალციხეში მდებარეობს სამცხე-ჯავახეთს ემსახურება; სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა; როგორ მუშაობს ზონალური დიაგნოსტიკური ვეტერინარული ლაბორატორია რეგიონში;

საქართველოს მასშტაბით, სამ ქალაქს შორის, რომლებშიც აღნიშნული ლაბორატორია ფუნქციონირებს, ახალციხე ერთ-ერთია. აქ, ახალქალაქის გზატკეცილზე, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაბორატორია სამი წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საფრთხის შემცირების სააგენტო "დიტრა"-ს მიერ აშენდა, თუმცა, ის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. დაწესებულბას მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ინვენტარით, როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარე ამარაგებს.

ლაბორატორია ევრო-სტანდარტების, უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და მას ათი თანამშრომელი ემსახურება. მათ შორის ერთი მონიტორინგის უფროსია, ორი მთავარი სპეციალისტი, ხუთი განყოფილების გამგე და ორი ლაბორანტია.

- "ლაბორატორიაში კვალიფიციური პერსონალი მუშაობს. აქ ყველა ვეტერინარი ექიმია. იმისათვის, რომ მათ თანამედროვე მოწყობილობებთან მუშაობა შეძლებოდათ, სპეციალური ტრენინგები გაიარეს", - ამბობს ზონალური დიაგნოსტიკური ვეტერინარული ლაბორატორიის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურის უფროსი ნანა ტაბატაძე.

ლაბორატორიის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი ცხოველთა დიაგნოსტიკაა. აქ ხდება დიაგნოზი დაცემული პირუტყვის, ღორის, ფრინველის. ასევე მოწმდება სოფლის მეურნეობის პროდუქტები: ხორცი, თევზი, კვერცხი, თაფლი, ნეხევარ ფაბრიკატები - ფარში, ძეხვი, სოსისი, ვიჩინა. იკვლევენ რძის პროდუქტებსაც.

ლაბორატორიაში იკვლევენ ისეთ დაავადებებს, რომლებიც საშიშია როგორც ცხოველებისთვის ასევე ადამიანებისთვისაც: ბრუცელოზი, ჯილეხი, ტუბერკულოზი, ფრინველის გრიპი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირი და სხვა. ამდენად ლაბორატორიაში კვლევების ტიპის ჩამონათვალი ვრცელია: ბაქტეოროლოგიური, სეროლოგიური, პარაზიტოლოგიური, სანიტარულ-მიკოლოგიური, ლეშის პათანატომიური, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ბიოქიმიური, რადიომეტრიული, რადიოქტიური და სპექტომეტრიული, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების არსებობა, მიკოზები, ასევე ვეტსანიტარული ექსპერტიზა.

ლაბორატორიაში შესულ ნებსიმიერი ტიპის მასალაზე კვლევა ფასიანია. მაგალითად ბრუცელოზზე ბაქტეოროლოგიური გამოკვლევა 50 ლარი, ხოლო სისხლის გამოკვლევა ცეროლოგიურად 5ლარი, ტუბერკულოზი - 80, ბრადზოტი – 25, ბუტულიზმი კი 20. ცხოველთა ლეშის პათანატომიური გამოკვლევა 10 ლარი დაგიჯდებათ. ასევე ათი ლარია ჰერბიციდებზე ქიმიურ-ტიქსოკოლოგიური კვლევა.

ტაბატაძის თქმით, ლაბორატორიაში ძირითადიDდატვირთვა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბრუცელოზის გამოკვლევებზე მოდის: "ხორცის ვარგისიანობა თითქმის ყოველდღე მოწმდება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა პირუტყვი სუსტია. ძალიან ხშირად ვამოწმებთ იძულებით დაკლულ პირუტყვსაც".

მისი თქმით, იძულებით დაკლული პირუტყვის ხორცი გასაყიდად ბაზარზე არ დაიშვება, ის თერმული გადამუშავებისთვის ხორცკომბინატში იგზავნება, თუმცა პროდუქტი საამისოდაც გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს: `"მიკროსკოპული კვლევის შემდეგ უნდა გამოირიცხოს ჯილეხი, მჟავიანობა და ბიო-ქიმია თუ დამაკმაყოფილებელია. თუკი ყველა კომპონენტი დამაკმაყოფილებელი იქნება, ხორცი ხორცკომბინატში გაიგზავნება თერმული გადამუშავებისათვის".

ასევე ხშირია კვლევები ფრინველის, თევზის, თაფლისა და რძის ნაწარმზეც.

- "რეგიონში არაერთი საკალმახე მეურნეობაა. თუ თევზები დაიხოცა, მაშინ მოაქვთ ჩვენთან გამოსაკვლევად, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა და არ გაუნადგურდეთ მთელი მეურნეობა, - გვიხსნის ტაბატაზე და ამატებს, რომ თუ ვინმეს დააინტერესებს ბაზარში ნაყიდი თევზის ვარგისიანობა, შეუძლია გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მიიტანოს – ხშირად ვიკვლევთ თაფლის ვარგისიანობასაც, ვადგენთ ფალსიფიცირებულია თუ არა, რამდენად შეიცავს სხვა მინერალებს, დანამატებს, არის თუ არა მეტი შაქრიანობა. ვადგენთ ყველა კომპონენტის პროცენტულ რაოდენობას და ვიძლევით შესაბამის დასკვნებს".

ზონალური დიაგნოსტიკური ვეტერინარული ლაბორატორია მჭიდროდ თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან. აღნიშნულ სამსახურებს, შესაბამისი ზომების დროულად მიღების მიზნით, რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას გამოვლენილ დაავადებათა შესახებ.

ტაბატაძე რეგიონში ლაბორატორიის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მხარეში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მეცხოველეობას მისდევს, მსგავსი ლაბორატორიის არსებობა აუცილებელია: "ჩვენთან დროულად ხდება დაავადებების გამოვლენა, რაც საშუალებას იძლევა სწრაფადვე მოხდეს რეაგირება, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და ნაკლებად დაზარალდენენ ფერმერები".

ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად კი ლაბორატორიას დიაგნისტიკისათვის მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ.

[ოთარ აწყურელი]

  • სერვის ცენტრი ფერმერებისთვის
  • რას მალავს სურსათის უვნებლობის სამსახური
  • პირუტყვის დაცვა ინფექციური დაავადებებისგან
  • კარტოფილი საკარანტინო დაავადებებზე მოწმდება
  • ახალციხეში ღორები იხოცება
  • Share on Google+
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსა და ძირში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ქათმები იხოცება. მეფრინველეობა
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელ ქარხანას ადგილობრივი ბიზნესმენები აშენებენ ახალი ტექნოლოგიები
    კარტოფილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ახალქალაქში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, ნათესებში კი სპეციალურ მოწყობილობებს დადგამენ ახალი ტექნოლოგიები
    მეცხვარეთა ასოციაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული წარმატებული ფერმერი
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5 სოფელში განხორციელდება ახალი ტექნოლოგიები