როგორ გავაკეთოთ სათბური მარტივად

მთავარიჩემი ეზო 16.05.2012

როგორ გავაკეთოთ სათბური მარტივად

სათბურის მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე მარტვი გზა, რომლიც არ მოითხოვს ბევრ დროს და დანახარჯებს, ჩვეულებრივი, პოლიეთილენის მილებით მშენებლობაა

ცხადია, გარკვეული ხარჯის გაწევა მოგიხდებათ, მაგრამ ეს იმდენად მცირე იქნება, რომ ნებისმიერ ოჯახს შეეძლება მისი გაკეთება.

მშენებლობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ პოლიეთილენის ნებისმიერი მილი, ძველი, ახალი და ა.შ. მილების გარდა საჭიროა რკინის წნული, რომელიც თავისუფლად შევა მილში. ყველაზე კარგია, თუ გამოვიყენებთ ალმატურას, რომელიც უნდა დავჭრათ 60 სმ სიგრძის ნაწილებად, იმის გათვალისწინებით, რომ 20 სმ მიწაში უნდა ჩაიფლოს. საერთოდ, ალმატურის სიგრძე, შესაძლებელია იყოს უფრო ნაკლები, იმ შემთხვევაში თუ მიწა ძალიან მყარია და ისედაც კარგად დამაგრდება. მიწის ზემოთ კი სასურველია დარჩეს 30-დან 40 სანტიმეტრამდე.

მშენებლობის დაწყებისას, პირველ რიგში, საჭიროა ადგილის შერჩევა, სასურველია აირჩიოთ ისეთი ადგილი, რომელიც დღის განმავლობაში მუდმივად განათებულია. მოვასწოროთ მიწა. ფიცრებისაგან შევკრათ კარკასი, რომლსაც დავამაგრებთ შერჩეულ ადგილას, უკვე გამზადებული ალმატურის საშუალებით. კარკასი უნდა დავამაგროთ კუთხეებში. ამის მერე საჭიროა, კარკასის გასწვრივ მონიშვნების გაკეთბა ფლომასტერის საშუალებით, მონიშვნა უნდა გაკეთდს ყოველ 50 სანტიმეტრში.

მონიშნულ ადგილებში უნდა ჩავასოთ უკვე დამზადებული ალმატურები. მიაქციეთ ყურადღება, იმას, რომ რაც უფრო ახლოს იქნება ალმატურები ერთმანეთთან, მით უფრო საიმედო იქნება კონსტრუქციაც და მით უფრო კარგად იქნება მასზე მოჭიმული პოლიეთილენი.

მას შემდეგ რაც მიწაში ჩავამაგრებთ ალმატურებს, მასზე უნდა ჩამოვაცვათ უკვე გამზადებული პოლიეთილენის მილები. მილების სიგრძე განსაზღვრავს , სათბურის სიმაღლეს. ეს ცხადია, თითოეულმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს, იქიდან გამომდინარე, თუ რა სიმაღლის და რა სიგანის სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამიტომ ასე, უნდა მოიქცეთ: განსაზღვრეთ კვლების რაოდენობა, მათ შორის მანძილი, ასევე გაითვალისწინეთ კარების სიგანე და მიიღებთ სათბურის სიგანეს. ამის მერე, განსაზღვრეთ სიმაღე და მხოლოდ მერე დაიწყეთ მილების დაჭრა. მარტო ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, ამიტომ აქ აუცილებლად საჭიროა მოვიხმაროთ ვინმე. დაამაგრეთ მილის ერთი მხარე, მეორე მხარე თქვენს დამხამრეს დააჭერინეთ. სასურველი სიმაღლის მისაღწევად, სათბურის შუაში დადექით და აწიეთ მილი საჭირო ზომაზე, ასე თქვენ მიიღებთ რკალს. სწორედ ამ რკალის სიგრძეზე დაჭერით დანარჩენი მილები. მიღებული მილის რკალები დაამაგრეთ თავის ადიგილებზე, ანუ მიამაგრეთ ხის კარკასს, ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ხის ნაჭრებისკან გავაკეთოთ დამჭრები სათბურის გვერდებში. დამჭერები მაგრდება ხის კარკასზე და ბოლო მილზე. როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ახლა განსვსაზღვროთ კარების სიგანე. შემდეგ მივამაგროთ პოლიეთილენის მილი სათბურის მთელ სიგრძეზე მავთულით, ან თოკით და სათბური ფატობრივად მზადაა.

პოლიეთილენის ცელოფნის დასამგრებლად აუცილებლად აირჩიეთ ისეთი დღე, როცა ქარი არ იქნება. ასევე საჭიროა ხის ნაჭრები (ფიცარი).

პირველ რიგში საჭიროა ცელოფანი გადავაფაროთ მთელ კონსტრუქციას, როგორც სიგრძეზე, ისე წინა და უკანა მხარეს. პირველად ამაგრებენ სათბურის ერთ მხარეს მთელ სიგრზე ხის რეიკებით, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები, შემდეგ მეორე მხარეს, ამასთან მუდმივად უნდა აკონტროლოთ ცელოფნის თანაბარი დაჭიმულობა. ფიცრის მიჭედება იწყება სათბურის შუა ნაწილიდან, და თანდათან მივიწევთ წინ, ხან ერთ ხან მეორე მხარეს. ვტოვებთ მხოლოდ კარების ადგილს.

კარებს ვაკეთბეთ ხის მორჩენილი ნაწილებისაგან. საბოლოოდ მივიღეთ საკმაოდ განიერი სათბური და დავხარჯეთ რამდენიმე საათი.

  • როგორ მოვაწყოთ სათბური
  • ორი მთავრობის უარი
  • როგორ დავამზადოთ ბაღის ავეჯი
  • ხის ღობე
  • ღობის დამზადება
  • Share on Google+
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსა და ძირში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ქათმები იხოცება. მეფრინველეობა
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელ ქარხანას ადგილობრივი ბიზნესმენები აშენებენ ახალი ტექნოლოგიები
    კარტოფილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ახალქალაქში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, ნათესებში კი სპეციალურ მოწყობილობებს დადგამენ ახალი ტექნოლოგიები
    მეცხვარეთა ასოციაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული წარმატებული ფერმერი
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5 სოფელში განხორციელდება ახალი ტექნოლოგიები