მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების წესი

მთავარიმემცენარეობა 04.06.2012

მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების წესი

ნივთიერებები, რომლებიც მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვისთვის გამოიყენება, მეტ-ნაკლებად ტოქსიკურად მოქმედებს გარემოზეც და ადამიანზეც

ნივთიერებები, რომლებიც მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვისთვის გამოიყენება, მეტ-ნაკლებად ტოქსიკურად მოქმედებს გარემოზე - როგორც ადამიანზე, ისე შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე. ამიტომ მათთან მუშაობისას, საჭიროა ყველა იმ ღონისძიების დაცვა, რომელიც პესტიციდების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ინსტრუქციაშია მითითებული. მცენარეთა დაცვის საშუალებებთან მომუშავე პირები მოვალენი არიან, კარგად იცოდნენ ჰიგიენის დაცვის წესები.

მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ საწყობებში. თითოეულ პრეპარატს უნდა ჰქონდეს იარლიყი სახელწოდების, პრეპარატის კონცენტრაციის და გამოყენების ვადის მინიშნებით. მცენარეთა დაცვის საშუალებებთან, სამუშაო ადგილზე, უნდა იყოს საველე აფთიაქი პირველადი დახმარებისთვის საჭირო პრეპარატებით.

პესტიციდებთან მომუშავე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დამცველი საშუალებებით - კომბინიზონით ან ხელთათმანებით, სპეციალური ფეხსაცმლით, რესპირატორით, სათვალეებით და ხელთათმანებით. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაცვის საშუალებები, უნდა გავწმინდოთ და შევინახოთ მათთვის განკუთვნილ ადგილზე.

მცენარეთა დაცვის საშუალებებთან მუშაობა ეკრძალებათ ორსულ და ჩვილბავშვიან ქალებს, აგრეთვე - მოზარდებს 18 წლის ასაკამდე.

მუშაობის პროცესში დაუშვებელია მანქანის მოძრაობა ან ჭანჭიკების და ქანჩების მოჭერა, წნევის ქვეშ მყოფი რეზერვუარების გახსნა, გამასხურებლის მუშაობა მანომეტრის გარეშე და სხვა.

სამანქანო ავზები და სხვა ნაწილები, ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ნაზავის წვეთები არ ხვდებოდეს მანქანაზე მომუშავე პირს. პესტიციდებთან მომუშავეეს, მუშაობის პროცესში ეკრძალებათ ჭამა და თამბაქოს მოწევა. ჭამის წინ, აუცილებელია ხელ პირის რამდენჯერმე საპნით დაბანა.

მცენარეთა დაცვის საშუალებების სამუშაო ნაზავის დამზადება და მათი ნარჩენების გადაღვრა დაუშვებელია სასმელ წყაროსთან, ჭასთან, მდინარისა და არხის სიახლოვეს. პესტიციდების ნარჩენები ღრმად უნდა ჩაიმარხოს მიწაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

მაღალმოზარდ კულტურებზე მინდვირს სამუშაოების ჩატარება შესხურებიდან ორი კვირის შემდეგაა დასაშვები, მშრალ, ცხელ ამინდში. მექანიკური სამუშაოებისათვის განკუთვნილ ტრაქტორებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ დახურული კაბინა.

ნათესების პესტიციდებით დამუშავება რეკომენდირებულ ვადებში უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებით მკაცრად უნდა დავიცვათ მოსავლის აღების წინ, ნათესების ბოლო შესხურების ვადები ანუ ლოდინის პერიოდი.

მცენარეთა დაცვის საშუალებების კლასიფიკაცია

ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მცენარეთა მავნებლების, დაავადებების, სარეველების, სასოფლო სამეურნეო პროდუქციისათვის მავნე მიკრო ორგანიზმების, ადამიანისა და ცხოველის პარაზიტების და ინფექციის გადამტანების წინააღმდეგ გამოიყენება, აქვთ ერთი საერთო სახელწოდება - პესტიციდები. პესტიციდების კლასიფიკაცია ხდება მიზნობრივი დანიშნულებისა და მათი გამოყენების ობიექტების მიხედვით, აგრეთვე - მავნე ორგანიზმებში შეჭრის გზებისა და მათზე მოქმედების ხასიათის მიხედვით. არსებობს ქიმიური და ჰიგიენური კლასიფიკაცია.

პესტიციდები იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:

ფუნგიციდები - მცენარეთა სოკოვანი დაავადებების გამომწვევი ორგანიზმების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ფუნგიციდები - მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ინსექტიციდები - მავნე მწერების საწინააღმდეგო პრეპარატები;

აკარიციდები - ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ინსექტოაკარიციდები - მავნე მწერებისა და ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატები;

აფიციდები - ბუგრების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ლავრიციდები - მავნე მწერების მატლების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ოვიციდები - მავნე მწერების კვერცხების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ნემატიციდები - მავნე ნემატოდების (მრგვალი ჭიების) საწინააღმდეგო პრეპარატები;
ლიმაციდები - ლოკოკინების საწინააღმდეგო პრეპარატები;

როტენდიციდები - მავნე მღრნელების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ჰერბიციდები - სარეველა მცენარეების საწინააღმდეგო პრეპარატები;

არბორიციდები - არასასურველი მერქნოვანი და ბუჩქოვანი მცენარეულობის საწინააღმდეგო პრეპარატები;

ალგიციდები - წყალსაცავებში წყალმცენარეებისა და სარეველების საწინააღმდეგო პრეპარატები.

პესტიციდებს მიეკუთვნებიან, აგრეთვე, ფოთოლცვენის გამომწვევი პრეპარატები - დეფოლიანტები, მწვანე ნაწილების წყალწამრთმევი პრეპარატები - დესიკანტები, პრეპარატები, რომლებსაც იყენებენ მწერების დასაფრთხობად (რეპელენტები), მისატყუებლად (ატრაქტანტები) და სტერილიზაციის მიზნით (ქემოსტერილიანტები).

მცენარეთა დაცვის საშუალებებს მიეკუთვნებიან აგრეთვე, მცენარეთა ზრდის სტიმულატორები და რეგულატორები.

მცენარეთა სოკოვანი დაავადებების გამომწვევებზე მოქმედების გზების მიხედვით, ანსხვავებენ კონტაქტურ და სისტემურ, ხოლო მავნებლების შემთხვევაში კი - კონტაქტური, ნაწლავური და ფუმიგანტური ხასიათის ქიმიურ საშუალებებს.

კონტაქტური პესტიციდები, მათთან შეხებისას იწვევენ მავნე ორგანიზმების განადგურების ან განვითარების შეზღუდვას.

სისტემური მოქმედების პესტიციდები იჭრებიან მცენარეში, გადაადგილდებიან გამტარი ქსოვილებით და იწვევენ დაავადებების გამომწვევების, მავნებლებისა და სარეველების განადგურებას.

კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების პრეპარატები იწვევენ მავნებლების განადგურებას მათ ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვედრისას.

ფუმიგანტები - ორთქლის ან გაზურ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერებები, მოქმედებენ მწერებისა და ტკიპების სასუნთქ ორგანოებზე.

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით პესტიციდები იყოფიან - ორგანულ, არაორგანულ და ბიოლოგიურ (მიკრობიული, ცხველური და მცენარეული წარმოშობის - პრეპარატებად.

დაავადებათა პროფილაქტიკურ- პრევენციული ზოგიერთი ღონისძიება

ამ მიზნით, მემცენარებაში ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიური, ფიზიკო-მექანიკური, ქიმიური, თერმული საშუალებები და პროფილაქტიკურ პრევენციული ზომები.

პროფილაქტიკურ პრევენციული ბრძოლის მეთოდები

პროფილაქტიკურ პრევენციული ბრძოლის მეთოდის გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ღონისძიებებს:

ხარისხიანი ჯანსაღი თესლის შეძენა და მათი მომზადება დასათესად. თესლის შერჩევისას ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს ჯიშობრივი თავისებურებები (მაღალიმუნური ჯიშები), განსაკუთრებით მისი რეზისტენტობა ანუ დაავადებათა მიმართ გამძლეობა. ამ მიზნით, უნდა მოვერიდოთ თესლის შეძენისას შემთხვევით ვაჭრებისაგან. მისი შეძენა უმჯობესია უმჯობესია ამ საქმიანობით დაკავებული ფირმებსა და სავაჭრო ქსელებში. შეძენამდე კი უნდა გავეცნოთ როგორია მცენარის გამძლეობა არახელსაყრელი ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებისადმი და დაავადებების მავნებლებისადმი.

მნიშვნელოვანია ასევე სათესლე მასალის დამუშავება, ნიადაგის სათანადო და დროული მომზადება. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, პირველ რიგში ნაკვეთის გაწმენდა წინამორბედი კულტურის ნარჩენებისაგან და მზრალად -ზამთრისპირა ხვნა. ამ დროს ნიადაგში დაბუდებული მავნებლები ზედაპირზე ამოიყრებიან ან უფრო ღრმა ფენებში გროვდებიან და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით ნადგურდებიან.

საყურადღებოა ზამთრის რწყვა, როდესაც სოროები და საბუდრები სარწყავი წყლით ივსება. დახრჩობას გადარჩენილი მღრნელები და მავნებლები ნიადაგის ზედაპირზე ამოდიან და სიცივის ზემოქმედებით კვდებიან.

გასათვალისწინებელია თესლბრუნვის დაცვაც. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კუტლურათა მორიგეობა ანუ თესლბრუნვა, მაღალია და დაითესოს ერთი და იგივე ოჯახის მცენარეები (მაგალითად პომიდორი-წიწაკა-კარტოფილი). სასევე მიზანშეწონილია, მოთესილი კუტლურების (ქერი, ხორბალი, ბარდა) შემდეგ დაითესოს სათოხნი (პომიდორი, კომბოსტო და ა.შ) კულტურები.

ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდები

ეს მეთოდი თანამედროვე ფერმერულ საკარმიდამო ნაკვეთებში ფართოდ გამოიყენება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მავნებლებისათვის ”საფრთხობელა”მცენარეების (”დამცავი ღობის”) თესვა. ევროპის ქვეყნებში (გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი) ძირითადი კულტურის გარშემო აუცილებლად ნახავთ ისეთ ბიოლოგიურ მცველებს, როგორიცაა ფიცელია, ქინძი, ნიორი, მდოგვი ანუ მავნებლებისთვის უსიამოვნო სუნის დამაფრთხობელი მცენარეები. ხშირად ასევე, ბოსტნების გარშემო 25-30 სანტიმეტრი სიღრმის მავნებელთა შემაკავებელი არხები. საქართველოში, კულტურული მცენარეების დამუშავებისას, უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ინსექტიციდური მცენარეების ნაყენებს და ნახარშებს, როგორიცაა ბაბუნას, ქინძის და სხვა მცენარეების ნაყენები. ბერძული ანუ ძაღლის ენა კი გამოიყენებოდა მღრღნელების დაფრთხობის მიზნით, როგორც ნაკვეთებში ისე მოსავლის შენახვისას.

დღესდღეობით, ფართოდ არის გავრცელებული ტრაქტორზე აგრეგირებული, ანუ ზურგზე მოსაკიდებელი სასრუტი (ვაკუუმ) აპარატები. ისინი მტვერსასრუტის პრინციპით მუშაობენ. მათი მეშვეობით აპარატი შემწოვის (ხორთუმის) მცენარეზე გადატარების დროს შეისრუტავს და აგროვებს მავნებელ მწერებს. ნაკვეთიდან გასვლის შემდეგ კი ხდება მათი განადგურება.

თერმულად დამუშავების მეთოდი

ფერმერულ და საკარმიდამო ნაკვეთებში მეწარმეები ხშირად გოგრის, კიტრის, ნესვისა, პომიდვრისა და სხვა კულტურების თესლებს 20-24 საათის განმავლობაში ათავსებენ თერმოსტატში და აცხელებენ მათ 50-60 გრადუსამდე. ამ პროცედურის შედეგად იღუპებიან მიკრობები, ბაქტერიები, ვირუსები და დაავადებათა სხვა აღმძვრელები.

ფიზიკო მექანიკური ბრძოლის ღონისძიებები

ამ მეთოდებს მიეკუთვნება ძირითადად მავნებლების შეგროვება და განადგურება, ასევე სარეველების მარგვლა, მექანიკური მოცილება-განადგურება.

  • ბიოპრეპარატები შხამ-ქიმიკატების ნაცვლად
  • ხახვისა და ნივრის დაავადებები
  • პრეპარატები პირუტყვის გაცივებისას
  • რთულყვავილოვანთა დაავადებები და მავნებლები
  • როგორ დავამუშაოთ ნიადაგი
  • Share on Google+
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსა და ძირში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ქათმები იხოცება. მეფრინველეობა
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელ ქარხანას ადგილობრივი ბიზნესმენები აშენებენ ახალი ტექნოლოგიები
    კარტოფილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ახალქალაქში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, ნათესებში კი სპეციალურ მოწყობილობებს დადგამენ ახალი ტექნოლოგიები
    მეცხვარეთა ასოციაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული წარმატებული ფერმერი
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5 სოფელში განხორციელდება ახალი ტექნოლოგიები